Aa Aa
18 აპრილი 2021  |  15:24

პოგბა: "რაღაც უნდა მოვიგოთ, მარცხს ცუდად ვეგუები"

პოლ პოგბა მიმდინარე სეზონში თასს უმიზნებს და ამბობს, რომ არ უყვარს, როცა თამაშობს და ვერ იგებს.

„ჩვენ რაღაც უნდა მოვიგოთ. მე მხოლოდ რაღაცის მოგება მსურს. არ მიყვარს, როცა ვთამაშობ და ვერ ვიმარჯვებ. მარცხს ცუდად ვეგუები და ეს ყოველთვის ასე იქნება. ყოველთვის, როცა ვთამაშობ გამარჯვება მინდა.

ვფიქრობ, გუნდი თასს სულ უფრო და უფრო უახლოვდება. პოზიტიური მოლოდინები გვაქვს.

ამ კლუბს დიდი მიზნები და ამოცანები აქვს, რომელთა მიღწევაც გვინდა. კერძოდ, გამარჯვება და თასის შენარჩუნება, ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა.

ევროპა ლიგაზე ვასპარეზობთ. პლუს ამას, სანამ „სიტი“ ჩემპიონობას არ გაიფორმებს, იქამდე პრემიერლიგისთვისაც ბოლომდე ვიბრძოლებთ. მიმდინარე სეზონში გვაქვს შანსი, რომ რაღაცის მოგება შევძლოთ“.

ბოლო დროს ოლე გუნარ სულშერის გუნდი სტაბილურად ათამაშდა. „მანკუნიანელები“ ევროპა ლიგაზე ძალიან სტაბილურად გამოიყურებიან და ტურნირის მოგების მთავარ ფავორიტებადაც ითვლებიან. Fa Cup-ზე „ლესტერთან“ მარცხის გარდა, „წითელმა ეშმაკებმა“ ევროპა ლიგასა და პრემიერლიგაში ზედიზედ 6 მატჩის მოგება შეძლეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

სპორტ კოქტეილი

სპორტ კოქტეილი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში