ბრუნო ფერნანდეში, მაიკლ კერიკი
Aa
Aa

„სტანდარტულებზე მეტი უნდა ვიმუშაოთ“ - კერიკი და ბრუნო ჰალთან მარცხზე

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგის ახალი სეზონი „ჰალთან“ გასვლითი მატჩით გახსნა და 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა, იმედგამაცრუებელი შედეგის მიუხედავად, ერთი მარცხი გუნდის განვითარების მიმართულებას ვერ შეცვლის.

„ჩემი აზრით, საკმარისი რაოდენობის მომენტი შევქმენით, შემდეგ კი სტანდარტული მდგომარეობიდან ორი გოლი გავუშვით. საბოლოო ჯამში, ეს გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. სტანდარტულებზე მეტი უნდა ვიმუშაოთ.

ვაგრძელებთ მუშაობას და მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ. განვითარება ყოველთვის შეიძლება. დღეს სახლში უქულოდ ვბრუნდებით, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ“.

მატჩი შეაფასა „წითელი ეშმაკების“ კაპიტანმა, ბრუნო ფერნანდეშმაც:

„ვიცით, რომ პრემიერლიგაში ასეთი გასვლითი მატჩები ყოველთვის ძალიან რთულია, მეტოქეს ინტენსიურობაში და აგრესიაში არ უნდა ჩამორჩე. დღეს მატჩის ბედი ორმა სტანდარტულმა მდგომარეობამ გადაწყვიტა“.

პრემიერლიგის მეორე ტურში „იუნაიტედი“ ოლდ ტრაფორდზე „იფსვიჩს“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუნი: “გუარდიოლას ბარსელონას იდეალურად მოვერგებოდი“
რუნი: “გუარდიოლას ბარსელონას იდეალურად მოვერგებოდი“