ან ახლა, ან არასდროს - შირერი კეინს წასვლისკენ მოუწოდებს
Aa
Aa

ან ახლა, ან არასდროს - შირერი კეინს წასვლისკენ მოუწოდებს

ჰარი კეინისა და „ტოტენჰემის“ გზები შესაძლოა მალე გაიყოს. ამის შანსი დიდია და ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი ალან შირერი თვლის, რომ მან „დეზები“ ან ახლა უნდა დატოვოს, ან არასდროს.

რა თქვა შირერმა

The Athletic-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შირერმა კეინის შესახებ საკმაოდ გულახდილად ისაუბრა: „ჰარის როგორც მოთამაშეს და როგორც ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ასე ვიტყოდი - თუ, ის წასვლას აპირებს, მაშინ ეს ახლა უნდა გააკეთოს, ან საერთოდ არა.

ის სამ თვეში 28 წლის ხდება და მნიშვნელოვან მომენტს უახლოვდება.

ერთი უდაო ფაქტი არის ის, რომ ჰარის ტოტენჰემთან კონტრაქტის მიხედვით კიდევ 3 წელი აქვს დარჩენილი. ეს 6-წლიანი გარიგებაა, რომელსაც მან ხელი 2018 წელს მოაწერა.

კლუბმა ამ კონტრაქტით ყველაზე გაყიდვადი ქონება დაიბევა. ამჟამად ისინი საკმაოდ მსხვილი დაცვის ქვეშ არიან. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს გარიგება ჰარისთვის კარგი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ტოტენჰემი გაცილებით მიმზიდველად გამოიყურებოდა.

შეიცვლება თუ არა ტოტენჰემში რაიმე მოურინიოს წასვლის შემთხვევაში? შესაძლოა.

ის, რაც ლესტერმა და ვესტ ჰემმა გვანახეს - ისინი ოთხეულში იმყოფებიან მას შემდეგ, რაც ყველაფრის გამოსწორება შეძლეს“.

მოურინიო და არასტაბილურობა

მოურინიოს ხელში „ტოტენჰემი“ არასტაბილური გუნდი გახდა. ლონდონელები ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულით ჩამორჩებიან და მათი თამაშიდან გამომდინარე მე-4 ადგილისთვის მებრძოლ გუნდთა სიაში ჟოზეს ბიჭების შანსებს ყველაზე სკეპტიკურად უყურებენ.

კეინის ულტიმატუმი

კეინი „ტოტენჰემს“ ულტიმატუმით მიმართავს. თუ გუნდი მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ შეძლებს, 27 წლის ინგლისელი ტრანსფერზე დაყენებას მოითხოვს.

ინგლისელს ის ფაქტი აწუხებს, რომ გუნდს ტიტულებისთვის ბრძოლა არ შეუძლია. პლუს ამას, შესაძლოა „დეზები“ ზედიზედ მეორე სეზონი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩნენ. ასეთ შემთხვევაში ჰარის ტრანსფერი გარდაუვალი იქნება.

ვის უკავშირებენ კეინს ყველაზე მეტად

კეინის შესახებ Independent წერს და იტყობინება, რომ 27 წლის თავდამსხმელი „ტოტენჰემიდან“ წასვლაზე ფიქრობს, თუმცა ბრიტანეთის დატოვება არ სურს. როგორც ირკვევა, თუ კეინი ამ ზაფხულს „დეზების“ რიგებს დატოვებს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ან „სიტის“ შეუერთდება, თუმცა „პარი სენ-ჟერმენის“ ვარიანტსაც განიხილავს.

ჰარი და რეკორდები

კეინი უკვე ზედიზედ 7 სეზონია 20+ გოლის გატანას ახერხებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ 27 წლის ინგლისელმა „ტოტენჰემის“ რიგებში პრემიერლიგაში 120 გასვლითი მატჩი ჩაატარა და 84 გოლის გატანა შეძლო, რაც ინგლისში რეკორდული მაჩვენებელია. ერთი გუნდის რიგებში ამდენი არასდროს არავის გაუტანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები