ენცო ფერნანდესი
Aa
Aa

ბრიტანული ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხა | ენცოს სიტიში ტრანსფერის დეტალები

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ენცო ფერანდესი ჩელსიდან მან. სიტიში ბრიტანული ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხად, 125 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავა. თავად ენცოს მხოლოდ „მან. სიტიში“ გადასვლა სურდა და ახლა სამედიცინო შემოწმების გავლისთვის ემზადება.

The Athletic-ის ინფორმაციით, გარიგების საერთო თანხა 125 მილიონი ფუნტია. ეს პრემიერლიგის სატრანსფერო რეკორდის გაიმეორებაა, ზუსტად ამდენი გადაიხადა ერთი წლის წინ „ლივერპულმა“ „ნიუკასლს“ ფორვარდ ალექსანდერ ისაკის სანაცვლოდ.

2023 წლის დასაწყისში ჩელსიმ ენცო ფერნანდესი ლისაბონის ბენფიკადან იმდროისთვის ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო თანხად, 106.8 მილიონ ფუნტად გაიფორმა. არგენტინელის ტრანსფერმა გადააჭარბა იმ 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს, რომელიც ტრანსფერამდე 18 თვით ადრე მანჩესტერ სიტიმ ასტონ ვილადან ჯეკ გრილიშის დასამატებლად გადაიხადა.

ლონდონის ჩელსის რიგებში ენცომ 170 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 30 საგოლე პასი შეასრულა. „ლურჯებთან'' ერთად ენცომ კონფერენს ლიგა (2024-25) და FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო (2025).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები