Tuttomercatoweb: კვარაცხელიასთვის ბრძოლაში მილანი დაწინაურდა
Aa
Aa

Tuttomercatoweb: კვარაცხელიასთვის ბრძოლაში მილანი დაწინაურდა

იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში „მილანი“ დაწინაურდა.

წყაროს ცნობით, „როსონერიმ“ ტურინის „იუვენტუსს“ ამ ეტაპზე აჯობა და ფეხბურთელის აგენტთან მუდმივ კონტაქტზეა.

რას წერს იტალიური გამოცემა

„მილანი ფეხბურთელის აგენტთან მუდმივ კონტაქტშია, რომელიც უახლოეს დღეებში იტალიას ეწვევა. იუვენტუსმა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში უკანა პლანზე გადაიწია. ქართველის მიმართ ინტერესს ასევე ნაპოლიც იჩენს.

მილანი ცდილობს კვარაცხელიასთვის ბრძოლაში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვოს. „დორტმუნდი“ კი ჯერჯერობით უკანა პლანზე რჩება“. - წერს იტალიური გამოცემა.

ხვიჩას შეძენა სხვა გრანდებსაც სურთ

როგორც ცნობილია, კვარაცხელიას მიმართ ინტერესს „ბაიერნი“ და „სევილიაც“ იჩენენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით კიდევ ერთმა იტალიურმა გამოცემა Calciomercato-მ დაწერა, რომ „იუვენტუსიდან ბაიერნამდე, მასზე ყველა გიჟდება“.

„ბაიერნი და მილანი ის კლუბები იყვნენ, რომლებსაც ახსენებდნენ, თუმცა ბოლოდროინდელი ინფორმაციით, მისი აგენტი მალე იტალიაში იქნება, რათა არა მხოლოდ მილანს, არამედ იუვენტუსსაც დაელაპარაკოს“. – წერს Calciomercato.

რას ფიქრობენ ტრანსფერის თაობაზე რუბინში?

„ჩვენი მიზანი ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებაა, მაგრამ გრანდების დაინტერესების შემთხვევაში, მისი გუნდში დატოვების უფლება არ მექნება, გრანდებს უარს ვერ ვეტყვით.

ხვიჩას არავინ დათმობს, მაგრამ ღირსეული შეთავაზების შემთხვევაში, განსაკუთრებით გრანდებისგან, მის ტრანსფერს დავთანხმდები. ამ ეტაპზე კონკრეტული წინადადება არ მიგვიღია და საკითხის განხილვა ნაადრევია“. - ამბობს ყაზანის ''რუბინის'' გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები