ქართველი ტალანტი პორტუგალიურ გრანდში: აბუაშვილი პორტუში ითამაშებს
Aa
Aa

ქართველი ტალანტი პორტუგალიურ გრანდში: აბუაშვილი პორტუში ითამაშებს

თბილისის ''დინამოს'' 18 წლის ნახევარმცველი გიორგი აბუაშვილი კარიერას პორტუგალიურ ''პორტუში'' გააგრძელებს. ავტორიტეტული გამოცემის, Record-ის ცნობით ნიჭიერი მოთამაშე საწყის ეტაპზე ''პორტუს'' სარეზერვო გუნდში ითამაშებს. ამ ეტაპზე ტრანსფერის დეტალები უცნობია.

''პორტუს'' სარეზერვო გუნდი პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს. 18 წლის ტალანტისთვის რანგით მეორე ლიგაში თამაში დიდი გამოცდილების მომტანი იქნება, თუმცა ''პორტუს'' სარეზერვო გუნდი მეორე ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.

''პორტუს'' პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი სერჟიუ კონსეისაუა. ცხადია, აბუაშვილი კონსეისაუს დაკვირვების ქვეშ იქნება, თუმცა ამ ეტაპზე ტალანტის პირველ გუნდში თამაში ნაკლებად სავარაუდოა.

აბუაშვილს თბილისის ''დინამოს'' პირველ გუნდში მხოლოდ 2 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. მან საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მაისურით 6 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი 2018 წელს რუსეთს შეუგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები