ისევ ფრიცს შეხვდება - ბასილაშვილი დუბაიში ითამაშებს!
Aa
Aa

ისევ ფრიცს შეხვდება - ბასილაშვილი დუბაიში ითამაშებს!

ქარღთველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირი მოიგო. ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზი დუბაიში გადაინაცვლებს და Dubai Duty Free Tennis Championships-ზე იასპარეზებს. ხსენებული ჩემპიონატი 500-ქულიანთა კატეგორიას მიეკუთვნება და საპრიზო ფონდი 2 048 855 დოლარია.

16 მარტს, ბასილაშვილი პირდაპირ მეორე წრეში ჩაერთვება და მისთვის კარგად ნაცნობ მეტოქეს, ამერიკელ ტეილორ ფრიცს დაუპირისპირდება. ცნობისთვის, ქართველმა ჩოგბურთელმა ტეილორი დოჰას ტურნირის ნახევარფინალში 7:6 6:1 დაამარცხა.

ფრიცსა და ნიკოლოზს შორის გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ამჟამად 29 წლის ქართველი ATP რეიტინგში 37-ე ადგილს 1605 ქულით იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები