Aa Aa
8 მარტი 2021  |  09:55

ახალი რეკორდი - ჯოკოვიჩმა ფედერერის შედეგი გააუმჯობესა

მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში ჯამურად გატარებული კვირების რეკორდი ოფიციალურად ნოვაკ ჯოკოვიჩის საკუთრებაში გადავიდა.

სერბმა ვარსკვლავმა როჯერ ფედერერის მაჩვენებელი გასულ კვირას გაიმეორა, დღეიდან კი ATP-ის პირველი ნორმის რანგში 311-ე კვირა დაიწყო და ყველა დროის რეკორდი დაამყარა.

ნოვაკი მსოფლიო რეიტინგის სათავეში 2018 წლის ივნისში კარიერაში მეხუთედ მოექცა და მას შემდეგ ლიდერობას არავის უთმობს. მას პირველი ჩოგნის სტატუსით ყველაზე დიდი პერიოდი - ზედიზედ 122 კვირა, 2014 წლის ივლისიდან 2016 წლის ნოემბრამდე აქვს გატარებული.

ამ ჩამონათვალში ჯოკოვიჩისა და ფედერერის შემდეგ მოდის პიტ სამპრასი, რომელიც მსოფლიოს პირველი ჩოგანი 286 კვირის განმავლობაში გახლდათ, 270 კვირა მწვერვალზე ივან ლენდლს აქვს გატარებული, მასზე 2 კვირით ნაკლები კი - ჯიმი კონორსს. ამის შემდეგ რაფა ნადალია, რომელიც ATP-ის რეიტინგს ჯამში 209 კვირის განმავლობაში ლიდერობდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში