Aa Aa
8 მარტი 2021  |  09:48

ზედიზედ მეოთხე 500-იანი - რუბლიოვმა როტერდამის ტურნირიც მოიგო

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გამართული მამაკაცთა 500-იანი საჩოგბურთო ტურნირი ანდრეი რუბლიოვის ჩემპიონობით დასრულდა.

ახალგაზრდა რუსმა ფინალამდე მარკოს ჟირონს, ენდი მარის, ჟერემი შარდისა და სტეფანოს ციციპასს მოუგო, სატიტულო შეხვედრაში კი უნგრელ მარტონ ფუქსოვიჩს დაუპირისპირდა.

თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საათსა და 50 წუთში მხოლოდ 1 ბრეიკი შესრულდა. პირველი პარტია რუბლიოვმა ტაიბრეიკზე მოიგო, მეორე სეტის სტარტზე კი მეტოქის მოწოდება აიღო და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია - 7:6; 6:4.

აღსანიშნავია, რომ ანდრეიმ ზედიზედ მეოთხე 500-იან ტურნირზე გაიმარჯვა. მან გასულ წელს ტიტული ჰამბურგში, სანქტ-პეტერბურგსა და ვენაში მოიპოვა. შესაბამისად, რუბლიოვს 500-იან გათამაშებებზე ზედიზედ 20 მატჩი აქვს მოგებული და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ენდი მარისა და როჯერ ფედერერს ჩამორჩება. მარიმ 2016-17 წლებში 21 შეხვედრა მოიგო, ფედერერს კი 2014-16 წლებში 28-მატჩიანი წარმატებული სერია ჰქონდა.

23 წლის რუბლიოვს პროფესიონალურ კარიერაში ATP-ის ტურნირების 10 ფინალში აქვს ნათამაშები და 8 მათგანი ტიტულით დაასრულა. იგი გადამწყვეტ მატჩში 2018 წელს, დოჰაში - გაელ მონფილსთან, ხოლო 2019 წელს, ჰამბურგში, ნიკოლოზ ბასილაშვილთან დამარცხდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში