Aa Aa
6 მარტი 2021  |  17:50

ძირითად ბადეში არიან - ბასილაშვილი და ფედერერი დოჰაში ითამაშებენ!

8 მარტს დოჰას 250 ქულიანი კატეგორიის ტურნირი აიღებს სტარტს და 13 მარტამდე გაგრძელდება. დოჰაში ორი მნიშვნელოვანი ამბავი ელოდებათ გულშემატკივრებს.

პირველი ის გახლავთ, რომ ხსენებულ ტურნირში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს, რომელიც ჯონ მილმანს დაუპირისპირდება. ამ მომენტისთვის მილმანი ATP რეიტინგში 41-ე ადგილზე იმყოფება და 42-ე პოზიციაზე მყოფ ნიკოლოზსს 16 ქულით უსწრებს.

ეს მოთამაშეები ერთმანეთს სულ ორჯერ შეხვდნენ. ორივე მათგანი თითო გამარჯვებით იწონებს თავს. ხსენებული დაპირისპირება 8 მარტს თბილისის დროით 11:00-ით თარიღდება.

მეორე ამბავი ის გახლავთ, რომ ჩოგბურთს ლეგენდარული როჯერ ფედერერი უბრუნდება პირველ რაუნდს ის რეიტინგის გამო გამოტოვებს და მეორე წრეში ევანსისა და შარდის შორის გამარჯვებულს შეხვდება. 

დოჰას ტურნირის წინ როჯერმა კომენტარი გააკეთა: "ძალიან ვნერვიულობ, რადგან 1 წელია არცერთ ტურნირში არ მიმიღია მონაწილეობა. გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი. თქვენ მე ძალიან დამეხმარეთ!"

შეგახსენებთ, რომ ფედერერს დოჰას ტურნირი სამჯერ 2005, 2006 და 2011 წელს აქვს მოგებული. უკანასკნელად კი გულშემატკივრებმა მსოფლიო რეიტინგის მე-5 ჩოგანი ყატარში 9 წლის წინ იხილა, სადაც ზურგის ტრავმის გამო ნახევარფინალში ცონგასთან მატჩს მოეხსნა.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში