Aa Aa
1 მარტი 2021  |  17:54

ზედიზედ მეხუთე მარცხი - ბასილაშვილმა ბრიტანელ ჩოგბურთელთან წააგო

ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგ მარცხი. ქართველმა ჩოგბურთელმა როტერდამში მიმიდნარე ტურნირზე პირველივე წრეში მეტოქე ბრიტანელი კამერონ ნორისთან  ანგარიშით 6:0 6:3 წააგო.

შეხვედრის მიმდინარეობის დროს ნიკოლოზმა 2 ეისი შეასრულა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ბასილაშვილი და ნორიე აქამდე არასდროს არ შეხვედრილან. ბრიტანელი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 65-ე საფეხბურზეა და როტერდამის ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა.

აღსანიშნავია,რომ ბასილაშვილმა ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო.ბოლო პერიოდში ქართველი ჩოგბურთელი არასახარბიელოდ გამოიყურება.ბოლოს მან საფრანგეთში, მონპელიეს 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირზე იასპარეზა. ბასილაშვილი 113-ე ჩოგანს გრეგორი ბარერის დაუპირისპირდა და ორ სეტში იდენტური ანგარიშით 4:6 4:6 დამარცხდა.

უკანასკნელად ქართველმა ანტალიის ჩემპიონატზე გაიმარჯვა, სადაც ადგილობრივ ალტუგ ჩელიკბილეკს აჯობა. ამის შემდეგ ქართველი იმავე გათამაშებაში და მინაურთან დამარცხდა. ჰამბურგის 2-გზის გამარჯვებულმა ანტალიიდან მელბურნში გადაინაცვლა და მარიო მარტინესთან წააგო. ბასილაშვილმა დამარცხება ავსტრალიის ღია პირველობაზე ამერიკელ ტომი პაულთანაც მოასწრო

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში