Aa Aa
1 მარტი 2021  |  11:25

მე-3 არაფრანგი ჩემპიონი - გოფენმა მონპელიეს ტურნირი მოიგო

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გამართული 250-იანი საჩოგბურთო ტურნირი დავიდ გოფენის ტრიუმფით დასრულდა. ბელგიელმა ფინალურ შეხვედრაში რობერტო ბაუტისტა-აგუტს აჯობა.

პირველი პარტია ესპანელმა მოიგო, მაგრამ ამის შემდეგ გოფენმა აშკარა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და თამაში გამარჯვებამდე დამაჯერებლად მიიყვანა - 5:7; 6:4; 6:2.

გოფენმა კარიერაში ATP-ის მე-5 ტიტული მოიგო და მატჩის შემდეგ კმაყოფილებას არ მალავდა: „ტურნირის ჩემპიონობა იოლი არასდროსაა. ამ გათამაშებაზე რამდენიმე ფინალი ვითამაშე და ვახერხებდი, რომ ყოველი შემდეგი შეხვედრა წინაზე უკეთესი ყოფილიყო. დღეს რთული მატჩი გამოვიდა და ბედნიერი ვარ, რომ ახლა საჩემპიონო თასი ჩემს ხელებშია“.

მონპელიეს ტურნირის ისტორიაში გოფენი მხოლოდ მე-3 არაფრანგია, რომელმაც ტიტული მოიპოვა. აქამდე ეს 2012 წელს - ტომას ბერდიხმა, ხოლო 2017-ში ალექსანდრ ზვერევმა გააკეთეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში