არის ოქროს მედალი - რამაზ ზოიძე კიევის ტურნირის ჩემპიონია!
Aa
Aa

არის ოქროს მედალი - რამაზ ზოიძე კიევის ტურნირის ჩემპიონია!

საქართველოს ნაკრების ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძემ კიევის საერთაშორისო ტურნირზე 72 კგ კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

რამაზმა ფინალში თანამემამულე ჯონი ხეცურიანი დაამარცხა. ცნობისთვის, ხსენებული ტურნირი კიევში მიმდინარეობს და მაყურებლების გარკვეული რაოდენობა დარბაზში დაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართველებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ტურნირის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ) და აივენგო რიკაძე (82 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები შმაგი ბოლქვაძეს (72 კგ) და გიორგი მელიას (97 კგ) ხვდად წილად, ბრინჯაოს მედალს კი რამაზ სილაგავა (55 კგ) დაეუფლა.

დღეს კი ზოიძის გარდა ოქროს მედლები ირაკლი მწითურმა, იაკობ ქაჯაიამ და ნიკა კენჭაძემ მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები