Aa Aa
28 თებერვალი 2021  |  23:07

ოქროს მედალი კიევიდან - იაკობ ქაჯაია გამარჯვებულია!

საქართველოს ნაკრების ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ კიევის საერთაშორისო ტურნირზე 130 კგ კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ქაჯაიამ ფინალში თანამემამულე ზვიად პატარიძე დაამარცხა. ცნობისთვის, ხსენებული ტურნირი კიევში მიმდინარეობს და მაყურებლების გარკვეული რაოდენობა დარბაზში დაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართველებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ტურნირის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ) და აივენგო რიკაძე (82 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები შმაგი ბოლქვაძეს (72 კგ) და გიორგი მელიას (97 კგ) ხვდად წილად, ბრინჯაოს მედალს კი რამაზ სილაგავა (55 კგ) დაეუფლა.

გაზიარება:

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში