მორიგი ოქრო კიევიდან - მწითურმა ფინალში უკრაინელი დაამარცხა!
Aa
Aa

მორიგი ოქრო კიევიდან - მწითურმა ფინალში უკრაინელი დაამარცხა!

საქართველოს ნაკრების ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ირაკლი მწითურმა კიევის საერთაშორისო ტურნირზე 92 კგ კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ირაკლიმ ფინალში უკრაინელი მოწინააღმდეგე 2:0 დაამარცხა. ცნობისთვის, ხსენებული ტურნირი კიევში მიმდინარეობს და მაყურებლების გარკვეული რაოდენობა დარბაზში დაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართველებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ტურნირის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ) და აივენგო რიკაძე (82 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები შმაგი ბოლქვაძეს (72 კგ) და გიორგი მელიას (97 კგ) ხვდად წილად, ბრინჯაოს მედალს კი რამაზ სილაგავა (55 კგ) დაეუფლა.

დღეს კი მწითურის გარდა ოქროს მედლები იაკობ ქაჯაიამ და ნიკა კენჭაძემ მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები