Aa Aa
27 თებერვალი 2021  |  00:55

5 ოქროს მედლის შანსი - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საოცარი სტარტი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის კიევში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის პირველი დღე შთამბეჭდავი იყო. დღეს, ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გამოვლინდნენ ფინალისტები და საქართველოს ნაკრების წევრები ხუთივე წონაში ფინალში გავიდნენ. ოქროს მედალს თითო შეხვედრის მოგება აშორებთ ნუგზარ წურწუმიას (55 კგ), ლერი აბულაძეს (63 კგ), შმაგი ბოლქვაძეს (72 კგ), აივენგო რიკაძეს (82 კგ) და გიორგი მელიას (97 კგ).

ნუგზარ წურწუმიას მეტოქე საჩემპიონო ბრძოლაში ირანელი საჯატ აბასპოურაჯანი იქნება. ლერი აბულაძე თურქ კერემ კამალს დაუპირისპირდება, შმაგი ბოლქვაძე - სომეხ მალხას ამოიანს, აივენგო რიკაძე - სომეხ კარაპეტ ჩალიანს, ხოლო გიორგი მელია - ყირგიზ უზურ ძუძუპბეკოვს, ფინალური ბლოკი 27 თებერვალს 20:00 საათიდან დაიწყება.

ხვალ წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში - 60, 67, 77, 87 და 130. გაიმართება, საქართველოს სახელით ლეიბზე გავლენ: ირაკლი ძიმისტარიშვილი, დათო ჩხარტიშვილი, ამირან შავაძე, გიზო მელაძე (ოთხივე 60 კგ), რამაზ ზოიძე, გიორგი შოთაძე, ჯონი ხეცურიანი (სამივე 67 კგ), გელა ბოლქვაძე, ბაკურ გოგოლი, საჩინო დავითაია (სამივე 77 კგ), თორნიკე ძამაშვილი, რობერტ კობლიაშვილი, ლაშა გობაძე (სამივე 87 კგ), იაკობ ქაჯაია, ზვიად პატარიძე და ლევან არაბული (სამივე 130 კგ)გაიმართება, დასაწყისი თბილისის დროით 12:00 საათიდან.

მომზადებულია GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიხედვით.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში