Aa
Aa

"უდიდესი პატივია" - ჰიუიტი დიდების დარბაზის წევრი ხდება

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ლეიტონ ჰიუიტი ჩოგბურთის დიდების დარბაზის წევრი გახდება. ავსტრალიელს ამ წოდებას წლის ბოლოს მიანიჭებენ.

„დიდების დარბაზში მყოფი ადამიანების ნაწილი ჩემთვის კუმირი და მისაბაძი მაგალითია. ასეთები ტონი როშე, ჯონ ნიუკომბი, როდ ლეივერი და კიდევ სხვები არიან. მათთან ერთად ამ სივრცეში მოხვედრა უდიდესი პატივია.

როცა აქტიური კარიერის პერიოდში ხარ, ვარჯიშობ და ტურნირებზე გამოდიხარ, არ აქცევ ყურადღებას, რომ ასეთ რამეს შეიძლება მიაღწიო. თუმცა, როცა უკვე ასეთ დაფასებას იღებ, დიდი სიხარულია და ამისთვის მადლობელი ვარ“, - აღნიშნა ჰიუიტმა.

ლეიტონ ჰიუიტი მსოფლიოს პირველი ჩოგანი 2001-2003 წლებში, ჯამში 80 კვირის განმავლობაში გახლდათ. მან პროფესიონალურ კარიერაში 30 ტიტული მოიგო, მათ შორის, 2001 წელს - ამერიკის ღია პირველობა და 2002 წელს - უიმბლდონი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები