Aa Aa
22 თებერვალი 2021  |  16:15

"გამარჯვების შემთხვევაში... მბაპესა და ჰალანდის შეძენა აბსოლუტურად შესაძლებელია"

„ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატი ტონი ფრეიშა  მოულოდნელ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ კლუბს 2021 წლის ზაფხულში რამდენიმე მეგატრანსფერის გაჩარხვის შესაძლებლობა ექნება.

ფრეიშამ RAC1-თან ისაუბრა: „ჩვენ უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება ინვესტორებთან, რომლებიც Barça Corporate-ს 250 მილიონ ევროს მოუტანს, რის შედეგადაც კლუბს 3 მაღალი დონის მოთამაშის გაფორმება შეეძლება. ორი თავდამსხმელი და ერთი მცველი - რაც საშუალებას მოგვცემს კვლავ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.

ვადასტურებ, რომ ჩვენ ფეხბურთელებთან და მათ გარემოცვასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ასევე მათ კლუბებთან, რომელთაც ისინი ამჟამად ეკუთვნიან. ჩვენ გამარჯვების შემთხვევაში ამ მოლაპარაკებების (ტრანსფერების) დახურვა შეგვეძლება.

არ ვიცი სხვა კანდიდატები რას აკეთებენ, მე მხოლოდ ის ვიცი, რასაც ჩვენ ვშვებით“.

ფრეიშას ჰკითხეს თუ რომელ მოთამაშეებზე ჰქონდა მას საუბარი: „არასდროს ვისაუბრებთ იმ მოთამაშეებზე, რომლებიც ჩვენ არ გვეკუთვნიან, ეს ცუდი სტრატეგიაა.

მბაპე და ჰალანდი? მათი შეძენა აბსოლუტურად შესაძლებელია. ეს არის ის, რაც „ბარსელონამ“ უნდა გააკეთოს.

რაც შეეხება კუმანს, ის კონტრაქტის ამოწურვამდე (2022) გუნდის მწვრთნელი იქნება, ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. გუნდისა და მწვრთნელისთვის სტაბილურობის მინიჭება ყოველთვის შედეგიანია“.

რაც შეეხება არჩევნებს, ის 7 მარტს გაიმართება და ტონი ფრეიშას გამარჯვების ყველაზე ნაკლები შანსი აქვს. ჟოან ლაპორტა ამ მომენტისთვის ცალსახა ფავორიტია. გამარჯვების მცირე შანსს ვიქტორ ფონტიც ინარჩუნებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში