Aa Aa
22 თებერვალი 2021  |  10:01

„პაკიაოს დამარცხება შეუძლია" - ფორმენი კონორს კრივში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, ჯორჯ ფორმენმა კონორ მაკგრეგორის შესახებ ისაუბრა. „დიდმა ჯორჯმა“ ინტერვიუ Daily Star-ს მისცა და ირლანდიელს მოკრივის ხელთათმანების კიდევ ერთხელ მორგებისკენ მოუწოდა.

„მაკგრეგორს გაუჭირდება შეეგუოს, მაგრამ ამ ეტაპზე ის უფრო კარგი მოკრივეა, ვიდრე MMA-ის მებრძოლი. პირადად მე, მირჩევნია, რომ მისი ჩხუბი კრივის წესებით გამართულ დაპირისპირებებში ვიხილო.

ვფიქრობ, კონორს მენი პაკიაოსთან ბრძოლა ელის და ჩემი აზრით, მისი დამარცხებაც შეუძლია. მისთვის მისაღები წესები, 10-რაუნდზე გრძელი ბრძოლა და მგონია, რომ ირლანდიელს წარმატებისთვის ყველაფერი აქვს.

კონორი კრივს უკვე შეეგუა და ამ სპორტს მოერგო კიდეც. იგი უნდა ხვდებოდეს, რომ MMA-ში უმაღლეს დონეზე ვეღარ იასპარეზებს. პაკიაო შესანიშნავი მოკრივეა, მაგრამ ვთვლი, რომ მაკგრეგორს მასთან გამარჯვების კარგი შანსი აქვს“.

შეგახსენებთ, რომ კონორმა ბოლო ბრძოლა დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამართა და მეტოქემ მეორე რაუნდში დაანოკაუტა. პორიესთან მარცხის შემდეგ, ირლანდიელმა მასთან კიდევ ერთხელ ჩხუბის სურვილი გამოთქვა და UFC-ის პრეზიდენტის, დეინა უაითის მიხედვით მათი მესამე ბრძოლას დიდი ალბათობით ზაფხულში ვიხილავთ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში