ჯოკოვიჩი:
Aa
Aa

ჯოკოვიჩი: "ახალი თაობა წინ ნელა მიიწევს"

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რუს დანილ მედვედევს სამ სეტში 7:5, 6:2, 6:2 მოუგო და კარიერაში მე-18 დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგბურთელმა ვრცელი კომენტარი გააკეთა: "ვფიქრობ, დავიმსახურე ჩემს თავზე, რეკორდზე და ფინალზე საუბარი. ამის მიუხედავად, მედვედევზე ან ახალი თაობის სხვა წარმომადგენელზე უპატივცემულო არაფერი მითქვამს. ისინი ნელა მიიწევენ წინ, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად ჩადგებიან რეიტინგის სათავეში.

ჯერჯერობით ისინი ამას ვერ ახერხებენ და ხალხი მუდამ საუბრობს, რომ ეს უკვე მოხდა. არა! პირველ ადგილებზე კვლავ მე და რაფაელ ნადალი ვართ. მედვედევი ახალი თაობის ლიდერია. მე რაფა და როჯერი მათ ეჯრჯერობით ისევ ვურთულებთ საქმეს.

ვფიქრობ, დღევანდელი მატჩის მოგებაში ჩემი კოლოსალური გამოცდილება დამეხმარა. ძალიან სოლიდურად და სუფთად ვითამაშე. ულაპარაკოდ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ტურნირი, რომელიც ოდესმე მქონია.

ჩემი ჯანმრთელობის უკეთესობისკენ წასვლის გამო სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ტურნირის საწყის ნაწილში ტკივილები მქონდა. მიღებული შედეგით სიამოვნებას ვიღებ, თუმცა გარკვეული პერიოდი უნდა გავჩერდე. დასვენება მჭირდება." - განაცხადა ჯოკოვიჩმა

შეგახსენებთ, რომ ნოვაკი არის პირველი ჩოგბურთელი, რომელიც 30 წლის შემდეგ 3-ჯერ გავიდა AUS OPEN-ის ფინალში. ტურნირი კი კარიერაში მეცხრედ მოიგო. სერბი ავსტრალიაში ზედიზედ სამი წელია ტიტულს არავის უთმობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები