Aa Aa
15 თებერვალი 2021  |  21:25

„მისი განცხადებები აზრსაა მოკლებული" - უაილდერი ტრამპს შეადარეს

ლეგენდარულმა პრომოუტერმა, ბობ არუმმა WBC-ის საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელის, დეონტეი უაილდერის შესახებ ისაუბრა. არუმმა ამერიკელი მოკრივე დონალდ ტრამპს შეადარა და აღნიშნა, რომ უაილდერის მიერ გაკეთებული განცხადებები აზრსაა მოკლებული.

„დეონტეი უაილდერმა ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტმა გააფუჭა, რომელიც ამბობს, რომ ნებისმიერი სახის ცრუ ან აბსურდი განცხადების გაკეთება შეიძლება და შესაძლოა, ხალხმა შენი სიტყვების ირწმუნოს.

ტრამპის შემთხვევაში, ნამდვილად ასე მოხდა და მისმა მომხრეებმა კაპიტოლიუმის შენობაზე შეტევა განახორციელეს. უაილდერს რაც შეეხება, იგი სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებით გამოდის. მნიშვნელობა არ აქვს საუბარი ტაისონ ფიურის ეხება თუ მარკ ბრელანდს, რომელიც შესანიშნავი ადამიანია, უაილდერის სიტყვები აზრსაა მოკლებული და იგი ამ მხრივ ტრამპს ჰგავს“.

შეგახსენებთ, რომ უაილდერმა ტრავმა მოიშუშა და რინგზე დაბრუნებას სურს. დეონტეი ტაისონ ფიურისთან მესამე ბრძოლის გამართვაზეა ორიენტირებული, მაგრამ ბრიტანელს მასთან კიდევ ერთხელ ჩხუბი არ აინტერესებს და მთლიანად ენტონი ჯოშუაზეა გადართული.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში