საინტერესო ამბავი - მერაბ ჟორდანია ფეხბურთს უბრუნდება
მერაბ ჟორდანია ფეხბურთში მალე დაბრუნდება და კლუბს შეიძენს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან ქართველმა საფეხბურთო მენეჯერმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა.
„ქართველების ევროპაში გაყვანა მერაბ ჟორდანიამ დაიწყო. ის ამ სფეროში ქართველი მენეჯერების კაპიტანია. ქართული ფეხბურთისთვის ამ კუთხით მან ყველაზე მეტი გააკეთა. მსგავსი კავშირები საქართველოში არავის აქვს, უეფა-შიც და ფიფა-შიც დიდი პატივს სცემენ, ფეხბურთიც მაგრად იცის და სადაც წასულა, ქართველები ყველგან წაიყვანა. „ვიტესში“ სამი ქართველი ჰყავდა. „დინამოში“ მუშაობისას ბიჭები ევროპის წამყვან ლიგებში გაუშვა. მას ქართულ ფეხბურთზე გული შესტკივა და თუ ყველაფერი კარგად აეწყობა, ფეხბურთში მალე ისევ გამოჩნდება. სად მიდის და რომელ კლუბში, ამას თავად იტყვის და ნახავთ, გუნდში რამდენ ქართველს წაიყვანს. დღეს ქართული ფეხბურთისთვის საქმის კეთება ასე წარმომიდგენია, რადგან ნიჭიერი ბიჭები გვყავს, მათ კი უცხოეთში გაყვანა და გზაზე დაყენება სჭირდებათ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან მამუკა ჯუღელი.
შეგახსენებთ, რომ მერაბ ჟორდანიამ 2010 წელს ჰოლანდიის ერედივიზიონის კლუბი, არნემის „ვიტესი“ შეიძინა.