ბიორნ იონსენის გოლით | იმერული დერბი ტორპედომ მოიგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტური წყალტუბოში გაიხსნა, სადაც იმერული დერბი ვიხილეთ. „სამგურალო“ „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და ზედიზედ მეოთხედ წააგო, ქუთაისელებმა კი ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმეს.
„ტორპედომ“ 1:0 იმარჯვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე გავიდა. ქუთაისელთა ფეხბურთელი, ბიორნ იონსენი მეკარესთან პირისპირ დარჩა. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა მომენტი გამოიყენა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
დარჩენილ დროში, „სამგურალს“ რამდენიმე მომენტი ჰქონდა. გოლის გატანა სტუმრებსაც შეეძლოთ, მაგრამ საბოლოოდ, ანგარიში არ შეცვლილა და „ტორპედომ“ 1:0 მოიგო.
ცნობისთვის, „ტორპედოს“ 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. „სამგურალი“ 12 ქულით მეშვიდეზეა. ქუთაისელები „დილას“ ორი ქულით, ხოლო „დინამო თბილისს“ 1 ქულით ჩამორჩებიან.