გიორგი მიქაუტაძე, პაულო ფონსეკა, ალექსანდრ ლაკაზეტი
Aa
Aa

მიქაუტაძის მთავარი კონკურენტი მიდის | ლაკაზეტის ბოლო მატჩი ლიონში

გიორგი მიქაუტაძის მთავარი კონკურენტი, ალექსანდრ ლაკაზეტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ლიონს“ დატოვებს. ეს ინფორმაცია ფრანგული კლუბის თავკაცმა, პაულო ფონსეკამ გაავრცელა და მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ლაკაზეტზე ისაუბრა.

„ალექსს დღეს ველაპარაკე. მართალია, რომ ეს შეხვედრა მისთვის ლიონის მაისურით ჩატარებული ბოლო მატჩი იქნება, რაც გუნდს დამატებით მოტივაციას გაუჩენს. ლაკაზეტმა კლუბისთვის ბევრი საოცარი რამ გააკეთა. ის ბრწყინვალე პროფესიონალია და მასთან მუშაობა ძალიან მომწონს. მის პატივსაცემად, კარგი შეხვედრა უნდა ჩავატაროთ“.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „ლიონი“ „ანჟერს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 17 მაისს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. „ლიონი“ ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვის, მაგრამ მიზნის მიღწევის მიზერული შანსი აქვს.

ცნობისთვის, ლაკაზეტს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. სავარაუდოდ, ფრანგი ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნებოდა“ - იტალიელი ჟურნალისტი
„კვარას მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნებოდა“ - იტალიელი ჟურნალისტი