მარკუს რაშფორდი
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა, რაშფორდი £40 მილიონად გაყიდოს

„ასტონ ვილას“ მარკუს რაშფორდის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლება არ აქვს.

როგორც Telegraph-ი წერს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი მზადაა, იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, ბირმინგემულ კლუბში დარჩეს და „ასტონ ვილას“ შეუძლია მარკუსი მუდმივ საფუძველზე 40 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გაიფორმოს.

თუმცა საიჯარო შეთანხმება არ ითვალისწინებს გამოსყიდვის პრიორიტეტულ უფლებას - ამრიგად, რაშფორდის გასაფორმებლად სხვა კლუბებს წინაღობა არ აქვთ.

როგორც მოსალოდნელია, რაშფორდი შემდეგი სეზონისთვის მზადებას „წითელი ეშმაკების“ შემადგენლობაში დაიწყებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რუბენ ამორიმის გუნდში ითამაშებს.

არ არის გამორიცხული, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ რაშფორდი კვლავ გაანათხოვროს, თუ კლუბი და ფეხბურთელის კარიერის გაგრძელებისთვის ოპტიმალურ ვარიანტს ვერ იპოვიან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში 27 წლის მარკუსმა 25 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასტონ ვილასა და მანჩესტერს აღარ უნდათ - რაშფორდი მზადაა ბარსელონაში გადავიდეს
ასტონ ვილასა და მანჩესტერს აღარ უნდათ - რაშფორდი მზადაა ბარსელონაში გადავიდეს