Aa
Aa

"მინდა საუკეთესო ფედერერი ვიხილო", - ნადალი როჯერის დაბრუნებას ელოდება

მსოფლიოს მე-2 ჩოგანმა და 20-გზის დიდი სლემების გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ როჯერ ფედერერის კორტზე დაბრუნებით მოხარული იქნება:

„თუ, როჯერს ტრავმა აღარ შეაწუხებს და ფორმას სრულად აღიდგენს, მაშინ ის ძველ დონეზე დაბრუნებას შეძლებს. მან, უკვე ყველას ყველაფერი დაუმტკიცა.

არ ვიცი, რამდენად ხანგრძლივი იქნება მისი კარიერა, თუმცა მინდა საუკეთესო ფედერერი ვიხილო. დიახ, თავადაც მსურს დიდი სლემის ტურნირებზე გამარჯვება, მაგრამ ჩემი და როჯერის დაპირისპირების გაგრძელება ჩვენი სპორტისთვის შესანიშნავი იქნება“. - აღნიშნა ნადალმა.

ფედერერმა მუხლზე ოპერაცია 2020 წლის თებერვალში გაიკეთა, ივნისში კი ოპერაცია მეორედ ჩაუტარდა. თავდაპირველად თავად როჯერიც და პრესაც იუწყებოდა, რომ შვეიცარიელი ავსტრალიის ღია პირველობისთვის დაბრუნდებოდა.

აქვე გეტყვით, რომ ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ანდრე აგასიმ ფედერერი-ნადალი-ჯოკოვიჩის ტრიოზე და მათ ერაზე ისაუბრა:

„ზოგადად ჩოგბურთი არის მთავარი გამარჯვებული , რომ დღეს სამივე მათგანი ჰყავს.

იღბლიანი ვარ, რომ ამ ეპოქაში არ ვთამაშობ. 3 ჩოგბურთელი დღეს სათავეშია მოქცეული, მაგრამ ახალგაზრდები (ზვერევი, ციციპასი, ტიმი) უკვე კარზე აკაკუნებენ. ისინი უბრალოდ ახალგაზრდები არ არიან, მათ სჯერათ, რომ გამარჯვება შეუძლიათ. ეს ყველაფერი კი მაფიქრებინებს, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები