Aa
Aa

მზადება AUS OPEN-ისთვის - 72 ჩოგბურთელი თვითიზოლაციაშია

ჩოგბურთელთა დიდი ნაწილი უკვე მელბურნში იმყოფება და ავსტრალიის ღია პირველობისთვის ადგილზე მოემზადებიან. მგზავრობისა და სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასვლის გამო 72 მოთამაშე ამჟამად თვითიზოლაციაშია.

გამოცემა Tennis Australia-ს ინფორმაციით, დოჰადან მელბურნში ჩასული ერთი რეისის 25 კაციდან ხუთს Covid-19 დაუდგინდა, რამაც სიფრთხილის ზომების გამკაცრების აუცილებლობა გამოიწვია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მელბურნში მყოფი ჩოგბურთელები სხვადასხვა პირობებში ცხოვრობენ. მაგალითად, სტენ ვავრინკამ გაავრცელა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ იგი, როგორც ელიტარული ჩოგბურთელი, თვითიზოლაციას შესანიშნავ პირობებში ატარებს.

მეორე მხრივ, გუშინ საღამოს ვირუსულად მოიცვა სოციალური მედია იულია პუტინცევას მიერ გავრცელებულმა ვიდეომ, რომელზეც ვხედავთ, რომ ყაზახი ჩოგბურთელის ნომერში თაგვი დასეირნობს. პუტინცევა თვითიზოლაციას ავსტრალიის ღია პირველობის სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ატარებს.

AUS OPEN-ის გასული წლის გათამაშება ხანძრის გამო რთულ პირობებში ჩატარდა, კორონავირუსის პირობებში კი, როგორც ჩანს, ვითარება კიდევ უფრო მძიმე იქნება. ტურნირი მელბურნში 8-დან 21 თებერვლამდეა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები