დამარცხდა - მარიამ ბოლქვაძე ავსტრალიის ღია პირველობაზე არ იქნება
Aa
Aa
12 იანვარი 2021  |  16:43

დამარცხდა - მარიამ ბოლქვაძე ავსტრალიის ღია პირველობაზე არ იქნება

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე, რომელიც WTA-ს რეიტინგში 189-ე ადგილს 363 ქულით იკავებს, 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ იასპარეზებს.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მარიამი რუსეთის წარმომადგენელ მარგარიტა გასპარიანთან ორ სეტში 3:6 6:7 დამარცხდა. ცნობისთვის, გასპარიანი რეიტინგში 125-ე ადგილზეა. მატჩი 1 საათი და 59 წუთი გრძელდებოდა.

პირველი სეტი ბოლქვაძემ მარტივად დათმო, ხოლო მეორეში კი ბრძოლა გამართა, მაგრამ ტაიბრეიკზე 3:7 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველ ჩოგბურთელს არცერთი ეისი არ მოუწოდებია. დაუშვა 9 ორმაგი შეცდომა და 8 მოპოვებული ბრეიკ პოინტიდან მხოლოდ 3 გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ბოლქვაძემ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ინდოელი კარმან ტანიდი დაამარცხა, რომელიც WTA-ს რეიტინგში 626-ე ადგილს იკავებს. ხსენებული დაპირისპირება ახალგაზრდა ქართველმა იდენტური ანგარიშით 7:6 7:6 გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები