Aa Aa
5 იანვარი 2021  |  20:32

ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზის მეტოქის ვინაობა ცნობილია

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სეზონს ანტალიის 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირით ხსნის.

7 იანვარს ბასილაშვილის მეტოქე იტალიელი ანდრეა არნაბოლდი იქნება. კარიერის განმავლობაში ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად უპირისპირდებიან.

შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ნიკოლოზი თურქ ალტუგ ჩელიკბილიკისა და პოლონელ კასპერ ზუკის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა 2020 წელი ATP-ის რეიტინგში მე-40 ადგილზე დაასრულა. სამწუხაროდ ნიკოლოზმა ბოლო შეხვედრები ვერ მოიგო. მის წარუმატებელ ასპარეზობას პირად ცხოვრებაში განვითარებულ არასასიამოვნო მოვლენებს უკავშირებენ.

ბოლო შეხვედრა ბასილაშვილმა სოფიას ტურნირზე მარკ-ანდრეა ჰუესლერთან გამართა და სამ სეტში 1:6 6:4 6:7 დამარცხდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში