შენგელიამ 13 ქულა ჩააგდო - ცსკა-ს ვერ აჩერებენ
Aa
Aa

შენგელიამ 13 ქულა ჩააგდო - ცსკა-ს ვერ აჩერებენ

ევროლიგის მე-16 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა სტუმრად „ლიონ-ვილერბანს“ დაუპირისპირდა და მე-13 გამარჯვება მოიპოვა. „არმიელები“ მთელი შეხვედრის განმავლობაში  ფლობდნენ უპირატესობას და მეტოქისთვის წინ გასვლის საშუალება არ მიუციათ. მოსკოველებმა მხოლოდ 1 მეოთხედი წააგეს, ისიც 1 ქულით და საბოლოოდ 87-78 იმარჯვეს.

თორნიკე შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 29 წუთი და 23 წამი გაატარა. ამ დროში თოკომ 13 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 7-დან 4 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მას 2 დაკარგვა ჰქონდა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 19-ს უწია.

ცსკა-ს მხრიდან საუკეთესო მაიკ ჯეიმსი იყო, რომელმაც 31 ქულა დააგროვა. ნიკოლა მილუტინოვმა აქტივში 17 ქულა და 14 მოხსნა ჩაიწერა, ხოლო დარან ჰილიარდი 11 ქულას დასჯერდა.

„ლიონ-ვილერბანის“ დამარცხების შემდეგ, ცსკა-ს 13 მოგება და 3 წაგება აქვს. მოსკოველები მომდევნო შეხვედრას 30 დეკემბერს, სტუმრად „ოლიმპია მილანოს“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები