რა თანხა გამოიმუშავეს თოფურიამ და დოლიძემ გამარჯვებების შემდეგ
Aa
Aa

რა თანხა გამოიმუშავეს თოფურიამ და დოლიძემ გამარჯვებების შემდეგ

UFC Vegas 16-ის ფარგლებში ოქტაგონზე ორი ქართველი, ილია თოფურია და რომან დოლიძე ვიხილეთ. თოფურიამ დეიმონ ჯექსონს ნოკაუტით სძლია, ხოლო დოლიძემ მსაჯების გადაწყვეტილებით ჯონ ალანი დაამარცხა.

ორივე ქართველმა ოქტაგონზე გასვლით 27500 აშშ დოლარი გამოიმუშავა. აქედან 12-12 ათასი აშშ დოლარი მათ ბრძოლაში მონაწილეობისთვის მიიღეს. გამარჯვებისთვის დამატებით 12-12 ათასი აშშ დოლარი გადაეცათ, ხოლო სპონსორებისგან 3500 აშშ დოლარი ერგოთ.

აღსანიშნავია, რომ ილია თოფურიასა და ჯამაჰალ ჰილს ნოკაუტებისთვის ბონუსი არ გადაეცათ, თუმცა ღონისძიების დასრულების შემდეგ, UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაითმა განაცხადა, რომ ზემოთ ხსენებული დუეტი UFC-სგან სოლიდურ ჩეკს მიიღებდა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას კარიერაში 10 გამარჯვება და 0 მარცხი აქვს. რომან დოლიძეს რაც შეეხება, მის ანგარიშზე უკვე 8 გამარჯვება და 0 წაგებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები