როდის რა ღირდა - მესის სატრანსფერო ფასის დინამიკა რიცხვებში წლების მიხედვით
Aa
Aa

როდის რა ღირდა - მესის სატრანსფერო ფასის დინამიკა რიცხვებში წლების მიხედვით

“ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მილანური „ინტერი“ ერთ დროს, ლეო მესიში 250 მილიონ ევროს იხდიდა.

ჩვენ გადავწყვიტეთ, წლების მიხედვით დაგვეთვალა მესის სატრანსფერო ღირებულება და დავრწმუნებულიყავით, ღირდა თუ არა არგენტინელი გენიოსი 250 მილიონი ევრო.

2004 წელს, როდესაც მესი 17 წლის იყო და "ბარსელონას" ბ გუნდში თამაშობდა, მისი სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონი ევრო გახლდათ. 2005 წელს კი მთავარ გუნდში დააწინაურეს და მისი ფასი  ერთ თვეში 15 მილიონამდე გაიზარდა. ამ ფაქტიდან მალევე სუპერტალანტის ღირებულება 40 მილიონი ევრო გახდა.

2007 წლის სექტემბერში, როცა ლეო ნელ-ნელა "ბარსას" მთავარ ვარსკვლავად ყალიბდებოდა, მის სატრანსფერო ფასად უკვე 60 მილიონ ევროს ასახელებდნენ.

2007 წლიდან მოყოლებული მესი სწრაფად პროგრესირებდა და მისი ფასიც მეთოდურად მაღალ ნიშნულებზე ადიოდა და 2010 წლის ბოლოს 100 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო აქედან ორ სეზონში იგი უკვე 120 მილიონი ევრო ღირდა.

ასე რომ, ლოგიკურად რომ შევხედოთ იმ პერიოდში, როცა ლაპორტა "ბარსას" პირველი პირი იყო მესი 80-100 მილიონი ევრო ღირდა, "ინტერი" კი მის ტრანსფერში დაახლოებით 2.5-ჯერ მეტ თანხას ჩამოდიოდა.

ნეიმარის პსჟ-ში 222 მილიონ ევროდ გადასვლის შემდეგ ფეხბურთელების ფასმა მკვეთრად მოიმატა. 2018 წლის იანვარში მესის ოფიციალური ღირებულება 180 მილიონი ევრო იყო, რაც მის კარიერაში სარეკორდო ნიშნული გამოდგა.

იმავე 2018 წლის დეკემბრის შემდეგ კატალონიელთა კაპიტნის ფასი თანდათან იკლებს და დღესდღეობით უკვე 100 მილიონი ევრო ღირს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები