Aa Aa
29 ნოემბერი 2020  |  17:09

რეალი აღშფოთებულია - მსაჯისა და ვიდეო რეფერის საკამათო გადაწყვეტილებები

მადრიდის „რეალში“ „ალავესთან“ მარცხის (1:2) შემდეგ მსაჯების მუშაობით უკმაყოფილონი არიან.

Marca-ს ცნობით, „სამეფო კლუბში“ შეშფოთებულნი არიან იმ ბოლოდროინდელი ტენდენციით, რომლის შედეგადაც მსაჯებზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, რისი მიზეზიც მადრიდის „რეალია“.

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ზიდანის გუნდის სასარგებლოდ რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რის შემდეგაც სამსაჯო კომიტეტს მიკერძოებაში ბრალი დასდეს და მათ მუშაობას დაბალი შეფასება მისცეს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად კატალონიური გამოცემები აქტიურობდნენ.

წყაროს ცნობით, კლუბში ასევე ღელავენ გუნდის სათამაშო ფორმით. „ალავესთან“ მატჩში აშკარა იყო, რომ ფეხბურთელები მოტივირებულები იყვნენ, თუმცა პირველი ტაიმი ძალიან დაბალ დონეზე ჩაატარეს.

რაც შეეხება უშუალოდ „ალავესთან“ მატჩში მადრიდელთა მხრიდან არსებულ კითხვებს, ის 2 ეპიზოდს ეხება: პირველი - მარსელოსა და ლაგუარდიას მომენტი, როცა სტუმართა ფეხბურთელმა ბრაზილიელს თმები მოქაჩა და საჯარიმოში წააქცია. „რეალი“ პენალტს ითხოვდა, თუმცა ეპიზოდი ვიდეო რეფერიმ პრინციპულად არ გადაამოწმა. ხსენებული ეპიზოდი კარგი რაკურსით არც რეპორტაჟისას გაუმეორებიათ. შეხვედრის შემდეგ კი მომენტი სხვა კამერიდან მიღებული კადრების შემდეგ განიხილეს.

მეორე - „ალავესის“ მცველმა რუბენ დუარტემ ედენ აზარი საჯარიმოში წააქცია და გამეორებაზე ჩანდა, რომ თითქოს პენალტი იყო, მაგრამ ვიდეო რეფერიმ არც ეს მომენტი განიხილა.

შეგახსენებთ, რომ 10 მატჩის შემდეგ, „რეალს“ ლა ლიგაში 17 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში