Aa
Aa

"მხოლოდ 2 ჩემპიონი დავრჩით", - ვეტერანმა ბრაზილიელმა კონორი გამოიწვია

UFC-ის ვეტერანი ბრაზილიელი მებრძოლი რაფაელ დოს ანიუსი კონორ მაკგრეგორს გამოწვევას უგზავნის და მასთან ორთაბრძოლას ითხოვს.

ანიუსმა კარიერაში 43-ე ბრძოლა ჩაატარა, რომელიც ამერიკელ პოლ ფელდერს 3 რაუნდის შემდეგ არბიტრთა გადაწყვეტილების შედეგად მოუგო.

მას შემდეგ, რაც მსუბუქი წონითი დივიზიონიდან ლეგენდარული ხაბიბ ნურმაგომედოვი წავიდა, ქამრის მოპოვების სურვილი ბევრ მებრძოლს გაუჩნდა. მათ შორისაა ვეტერანი დოს ანიუსიც, რომელიც ხაბიბმა უკვე დაამარცხა.

„ეს იქნება ჩემი 30-ე ბრძოლა UFC-ში. ხაბიბი წავიდა და დივიზიონში მხოლოდ 2 ჩემპიონი დავრჩით - მე და კონორი. ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრა ლოგიკური იქნება“. - ამბობს რაფაელ დოს ანიუსი.

მაკგრეგორმა ბრაზილიელს პასუხი არ დაუგვიანა: „ჯერ დასტინი (პორიე), შემდეგ ამაზეც თანახმა ვარ“.

როგორც ჩანს, ბრძოლას ნამდვილად ვიხილავთ და 2016 წელს მათი ჩაშლილი დაპირისპირება ახლა შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები