ქუთათელაძე რჩეულთა შორის - MmaJunkie-მ ოქტომბრის საუკეთესო ბრძოლები დაასახელა
Aa
Aa

ქუთათელაძე რჩეულთა შორის - MmaJunkie-მ ოქტომბრის საუკეთესო ბრძოლები დაასახელა

MMA-ის სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ვებგვერდმა, MmaJunkie-მ ოქტომბერში UFC-ის ეგიდით გამართული 5 საუკეთესო ბრძოლა დაასახელა და გურამ ქუთათელაძისა და მატეუშ გამროტის შერკინება ერთ-ერთი მათგანი გახლდათ.

„UFC-ის ახალწვეულებმა, გურამ ქუთათელაძემ და მატეუშ გამროტმა 15 წუთის განმავლობაში ერთმანეთს არაფერი დაუთმეს. ბრძოლა საკმაოდ თანაბარი იყო, თუმცა ქუთათელაძემ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. შერკინების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში, გურამი დარწმუნებული იყო, რომ გამარჯვება გამროტს უნდა მოეპოვებინა და არა მას“, - წერს MmaJunkie.

ქუთათელაძისა და გამროტის ბრძოლის გარდა, ნომინანტთა შორის ჯოშ კულიბაოსა და შარლ ჟორდანის, ედსონ ბარბოსასა და მაკვან ამირხანის, კესი კენისა და ნათანიელ ვუდის და ლუპიტა გოდინესისა და ვანესა დემოპულოს შერკინებები დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ Mmajunkie-მ ოქტომბრის საუკეთესო ბრძოლის სტატუსი კესი კენისა და ნათანიელ ვუდის დაპირისპირებას მიაკუთვნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები