Aa
Aa

ზვერევს ყოფილი მეგობარი გოგონა ძალადობაში ადანაშაულებს.

მსოფლიოს მე-7 ჩოგან ალექსანდრ ზვერევს, ყოფილი მეგობარი გოგონა, ოლია შარიპოვა ძალადობაში ადანაშაულებს.

შარიპოვას განცხადებით, მათი ურთიერთობის პერიოდში ჩოგბურთელი მასზე ხშირად ძალადობდა და ამას განსხვავებული ფორმებით აკეთებდა. გოგონა ამბობს, რომ ზვერევი მას ხშირად ეკამათებოდა, რიგ შემთხვევებში კი ვითარება კამათის საზღვრებს ცდებოდა და ჩხუბის სახეს იღებდა.

გოგონამ ზვერევთან ურთიერთობის შესახებ გუშინ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი ამ გზით თანხის შოვნა ან ზვერევისთვის პრობლემების შექმნა არაა, არამედ მას უბრალოდ სურს, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.

შეგახსენებთ, რომ შარიპოვას შემდეგ ზვერევი მოდელ ბრენდა პატეას ხვდებოდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ გერმანელი სპორტსმენისგან ბავშვს ელოდება. ზვერევი და პატეა უკვე დაშორებულები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები