Aa Aa
27 ოქტომბერი 2020  |  13:22

იოლი გამარჯვება - ოთარ ერანოსიანმა არგენტინელი მეტოქე დაამარცხა

საქართველოს კრივის ნაკრების ყოფილმა წევრმა ოთარ „პიტბულ“ ერანოსიანმა პროფესიონალურ კარიერაში მესამე ბრძოლა გამართა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოკრივემ გამოცდილი არგენტინელი მეტოქე 4 რაუნდში ანგარიშით 40:32 დაამრცხა.

შეგახსენებთ,რომ „პიტბულს“ პროფესიონალებში სამი ბრძოლა აქვს და სამივეში გაიმარჯვა.

ერანოსიანის პირველი მეტოქე ამრიკელი დეშოუნ კენედი იყო,რომელსაც ოთარმა ნოკუტით მოუგო. მეორე ბრძოლაში კი „პიტბულმა“ ასევე ნოკაუტით პუერტო რიკოელ ლუის ვალენტინ პორტალატინი დაამარცხა.

ოთარ ერანოსიანი მორიგ ბრძოლას 20 ნოემბერს გამართავს. თუ ვის დაუპირისპირდება "პიტბული" ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ,რომ 2019 წელს მინსკის ზაფხულის თამაშებზე  ოთარ ერანოსიანმა საქართველოს დელეგაციას ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში