Aa Aa
12 ოქტომბერი 2020  |  15:33

რაფა VS როჯერი - დიდი მეტოქეობა ციფრებში

ჩვენ ვცხოვრობთ ჩოგბურთის უდიდეს ეპოქაში, რომელშიც სამი ფენომენი - როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ასპარეზობს. რომელი მათგანი უფრო ძლიერია, მაგაზე ვერასდროს ვერცერთი გულშემატკივარი ვერ შეთახნმდება - იმიტომ,რომ მართლაც ძალიან რთულია საუკეთესოს დასახელება.

2020 წლის "როლან გაროსის" მოგების შემდეგ რაფა როჯერს მოგებული დიდი სლემის ტიტულებით გაუთანაბრდა და ყველა დროის რეკორდს იყოფს. მოდით, მათი სხვა მიღწევებიც შევადაროთ...

როჯერის გამორჩეული რეკორდები:

1) 3 წლის განმავლობაში მხოლოდ მან იასპარეზა დიდი სლემების ოთხივე ტურნირის ფინალში.
2) რეკორდული სერია 10 ფინალი, 23 ნახევარფინალი და 36 მეოთხედფინალი.
3) როჯერი ერთდერთია, რომელმაც 2 სლემზე 100-ზე მეტი მატჩი მოიგო.
4) ზედიზედ 237 კვირა მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგნის რანგში.
5) ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ნომერ პირველი ჩოგანი - 36 წლისა და 320 დღის.

რაფას გამორჩეული რეკორდები

1) დიდი სლემის 4 ტიტული ისე მოიგო, რომ სეტი არ წაუგია.
2) პირველი მოპოვებული ტიტულის შემდეგ მოიპოვა სლემის ტიტული 15 წლის შემდეგაც.
3) თიხაზე გამართული მატჩების 92% მოგებული აქვს.
4) მოგებული აქვს 3 სხვადასხვა ტურნირი 10-ზე მეტჯერ - "როლან გაროსი", მონტე კარლო, ბარსელონა)
5) 21-ჯერ მოუგო იმ მომენტისთვის მსოფლიოს პირველ ჩოგანს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში