5-სეტიანი ბრძოლა - ჯოკოვიჩმა ციციპასი დაამარცხა და ფინალში ნადალს შეხვდება
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა „როლან გაროსის“ ნახევარფინალურ შეხვედრაში სტეფანოს ციციპასი დაამარცხა. სერბ ჩოგბურთელს გამარჯვების მოსაპოვებლად 3 საათი და 54 წუთი დასჭირდა და მეტოქეს 5 სეტში, 6:3, 6:2, 5:7, 4:6, 6:1 სძლია.
Nearly 4⃣ hours in...#RolandGarros pic.twitter.com/ekPGK5oOje
— Roland-Garros (@rolandgarros) October 9, 2020
აღსანიშნავია, რომ მესამე სეტში ჯოკოვიჩს მატჩზე აწვდიდა და მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ციციპასმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხა და სეტებში ანგარიშიც გაათანაბრა.
It's a whole new ball game out there...@StefTsitsipas #RolandGarros pic.twitter.com/4PNFIRHrXs
— Roland-Garros (@rolandgarros) October 9, 2020
„ნოლეს“ საწყისი ორი პარტიის მოგების შემდეგ, კარიერა მხოლოდ ერთი შეხვედრა ჰქონდა წაგებული. 2010 წელს „როლან გაროსზე“ იგი იურგენ მელცერმა დაამარცხა. ციციპასს კი გადამწყვეტ პარტიაში ენერგია აღარ ეყო და 6:1 წააგო
ჯოკოვიჩმა ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო და დიდი სლემის ტურნირის ფინალურ შეხვედრაში კარიერაში 27-ედ, ხოლო „როლან გაროსზე“ მე-5-ედ იასპარეზებს. სერბი ჩოგბურთელი დიდი სლემის მე-18 ტიტულის მოპოვებას შეეცდება და გადამწყვეტ დაპირისპირებას ნაცნობი მეტოქის, რაფაელ ნადალის წინააღმდეგ გამართავს.
A fifth final in Paris!
— Roland-Garros (@rolandgarros) October 9, 2020
In just over four hours, @DjokerNole survives Stefanos Tsitsipas 6-3 6-2 5-7 4-6 6-1 to earn the right to play for a second title at #RolandGarros pic.twitter.com/FxF2jZ11DX