Aa Aa
9 ოქტომბერი 2020  |  20:22

როლან გაროსი - რაფაელ ნადალი პირველი ფინალისტია

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა „როლან გაროსის" ნახევარფინალში დიეგო შვარცმანის წინააღმდეგობა დაძლია და ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩსა და სტეფანოს ციციპასს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

ესპანელმა ჩოგბურთელმა შვარცმანი სამ სეტში, 6:3, 6:3, 7:6 დაამარცხა და „როლან გაროსის" გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობას მე-13-ედ მიიღებს. წინა 12 შანსიდან რაფას ტიტული ხელიდან არცერთხელ გაუშვია.

აღსანიშნავია, რომ ნადალმა როლან გაროსზე 101-ე მატჩი ჩაატარა და 99-ე გამარჯვება მოიპოვა. ეს მის კარიერაში მეექვსე შემთხვევაა, როცა საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში ისე გავიდა, რომ სეტი არ წაუგია.

რაფა დიდი სლემის ტურნირების ფინალში 28-ედ იასპარეზებს. ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ როჯერ ფედერერი უსწრებს, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თამაში 31-ჯერ მოახერხა. ცნობისთვის, პარიზში ტრიუმფის შემთხვევაში, ნადალი კარიერაში მოგებული დიდი სლემების რაოდენობით როჯერს გაუთანაბრდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში