ჯოკოვიჩმა მსაჯს ბურთი ისევ მოარტყა - სერბი აღარ დაისაჯა
Aa
Aa

ჯოკოვიჩმა მსაჯს ბურთი ისევ მოარტყა - სერბი აღარ დაისაჯა

მიმდინარე წლის "როლან გაროსის" გათამაშება ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედის. მსოფლიოს რეიტინგის პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარენ ხაჩანოვი სამ სეტში 6:4 6:3 6:3 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. ხსენებულ დაპირისპირებაში გამოსარჩევი ერთი ეპიზოდი გახლდათ.

პირველი სეტის მიმდინარეობისას ნოვაკმა ბურთი მსაჯს მოარტყა, მაგრამ ეს ყველაფერი თამაშის პროცესში ხდებოდა. ხაჩანოვმა ძალიან ძლიერად ჩააწოდა, ნოვაკმა კი ჩოგანი დაახვედრა. ბურთმა აისხლიტა და გვერდითა რეფერის თავში მოხვდა. ამის გამო ნოვაკი, რა თქმა უნდა, არ დასაჯეს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩისა და კარენო ბუსტას მატჩის დროს ინციდენტი მოხდა. სერბმა ჩოგბურთელმა ხსენებულ შეხვედრაში ხაზის მსაჯს ბურთი იმ დროს მოარტყა, როდესაც გათამაშება არ მიმდინარეობდა. წესების თანახმად კი ის ტურნირიდან მოხსნეს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში კარგად ნაცნობ კარენო ბუსტას დაუპირისპირდება. შეხვედრა 7 ოქტომბერს თბილისის დროით 14:00-ზეა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები