ფენომენალური ნოვაკი - სერბი ფედერერს გაუთანაბრდა
Aa
Aa

ფენომენალური ნოვაკი - სერბი ფედერერს გაუთანაბრდა

"როლან გაროსის" მიმდინარე ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეორე რაუნდში ლიეტუველი რიკარდას ბერანკისი 6:1 6:2 6:2 დაამარცხა.

დღევანდელი გამარჯვება ნოვაკისთვის ისტორიული აღმოჩნდა. სერბი ჩოგბურთელი საფრანგეთის ღია პირველობაზე მოგებული მატჩების რაოდენობით როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა. ორივე ლეგენდარულ სპორტსმენს "როლან გაროსზე" 70 მოგება აქვს და ისინი 2-3 ადგილს იყოფენ. პირველ ადგილზე 95 გამარჯვებით, რა თქმა უნდა, რაფაელ ნადალი იწონებს თავს.

აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩმა ბერანკისთან გამარჯვებით კიდევ ერთი ისტორია დაწერა. ის გახდა მე-2 ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ყველა ტურნირზე მინიმუმ 70 გამარჯვება დააგროვა. პირველად ეს ფედერერმა მოახერხა.

შემდეგ მატჩს ნოვაკი გალან რივეროსის წინააღმდეგ გამართავს. კოლუმბიელი რეიტინგში 153-ეა და წესით ჯოკოვიჩს მისი დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს.  შეხვედრა 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:00-ზეა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები