FRENCH OPEN - ვავრინკამ მარეი გაანადგურა!
Aa
Aa

FRENCH OPEN - ვავრინკამ მარეი გაანადგურა!

27 სექტემბერს საფრანგეთის ღია პირველობამ სტარტი აიღო და გულშემატკივარმა პირველივე ტურში ორი გამოცდილი ჩოგბურთელის მატჩი იხილა. ერთმანეთს სტენ ვავრინკა და ენდი მარეი დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ ბრძოლა არ შედგა. შვეიცარიელმა მეტოქე მარტივად 6:1 6:3 6:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. შეხვედრა მხოლოდ 1 საათი და 40 წუთი გაგრძელდა.

სტენმა მატჩი აქტიურად დაიწყო და მთელი შეხვედრის მანძილზე დომინანტი სწორედ ის იყო. მარეის მხოლოდ სამი "ბრეიკ პოინტი" ჰქონდა, მაგრამ ვერცერთი ვერ გამოიყენა. ვავრინკამ 42 ვინერსი შეასრულა, ბრიტანელმა კი მხოლოდ 10, რაც დიდი სლემის კატეგორიის ტურნირისთვის ძალიან ცოტაა.

ენდის გასამართლებლად შეგვიძლია მისი ტრავმები მოვიყვანოთ, რომლებმაც ფაქტიურად კარიერა დაუნგრიეს. მატჩის შემდეგ მარეიმ კომენტარი გააკეთა.

"კენჭისყრაში არ გამიმართლა. სასურველი ფორმიდან ძალიან შორს ვარ, მაგრამ შესაძლოა სხვა მეტოქესთან უკეთესად მეთამაშა. ვცდილობდი მშვიდად ვყოფილიყავი და ეს გამომივიდა. წაგებამ გამანაწყენა, მაგრამ ემოციებს არ ავყვები.

დღევანდელ თამაშზე ბევრი უნდა ვიფიქრო და შეცდომები გამოვასწორო, რადგან სამომავლოდ ჩოგბურთში წარმატების მიღწევა მსურს.  ვფიქრობ, ეს წაგება ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და დასამახსოვრებელია." - განაცხადა მარეიმ

ისტორიაში ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს 21-ჯერ შეხვდა. 8 გამარჯვება შვეიცარიელზე მოდის, ხოლო 13 ბრიტანელზე.

შეგახსენებთ, რომ სტენ ვავრინკა მეორე რაუნდში დომინიკ კოპფერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები