ყველაფერი გადაწყვეტილია - დესტი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს
Aa
Aa

ყველაფერი გადაწყვეტილია - დესტი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს

ესპანური და ნიდერლანდური გამოცემები ერთხმად ადასტურებენ, რომ სერჟინიო დესტის ტრანსფერი 99%-ით შედგა - 19 წლის მარჯვენა მცველი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.

ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ დესტმა „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა და ფეხბურთელს კატალონიის დედაქალაქში ორშაბათს ელიან.

ცნობილი ხდება, რომ დესტი „ბარსასთან“ 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მის სანაცვლოდ „აიაქსი“ დაახლოებით 20-25 მილიონ ევროს მიიღებს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ „ბაიერნი“ ფეხბურთელისთვის ბრძოლას ჩამოშორდა. მიუნხენელები ამსტერდამელების მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას არ აპირებენ. პლუს ამას, თავად ფეხბურთელს „ბარას“ რიგებში ასპარეზობა უფრო მეტად ხიბლავს.

დესტის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, „ბარსა“ ერიკ გარსიას ტრანსფერზე გადაერთვება. კლუბის მიზანია 5 ოქტომბრამდე ერთი ცენტრალური მცველი და ერთი ცენტრფორვარდი გაიფორმოს.

რონალდ კუმანი ხელმძღვანელობას როგორც მინიმუმ ამ 3 ტრანსფერს უკვეთავს. ნამდვილად რთულად წარმოსადგენია, რომ 2:8-ის წაგების შემდეგ გუნდმა დაცვის ცენტრში ცვლილებები არ განახორციელოს.

რაც შეეხება ფორვარდს, „ბარსა“ მემფის დეპაისა („ლიონი“) და ალექსანდრ ისაკის („სოსიედადი“) ვარიანტებს განიხილავს და საბოლოოდ, რომელიმე მათგანის გაფორმებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები