Aa Aa
27 სექტემბერი 2020  |  12:12

ტოჩინოშინმა "აკი ბაშო" მარცხით დაასრულა

„აკი ბაშოს“ დასკვნით დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-2 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იყო, რომელსაც კარიერულად დღევანდელ დღემდე 8-ჯერ შეხვდა, 5-ჯერ დაამარცხა და 3-ჯერ დამარცხდა.

ამჯერად გამარჯვება ჰოკუტოფუჯის დარჩა, რომელმაც ბრძოლა გაცილებით აგრესიულად და ჭკვიანურად წარმართა, რაც საბოლოოდ ოშიდაშის ილეთით და ლევანის დოჰიოდან გადაგდებით დასრულდა.

ამრიგად, ტოჩინოშინმა „აკი ბაშო“ უარყოფითი ბალანსით 6:9-ზე დაასრულა და მას რანგით დაქვეითება გარანტირებული აქვს.

როგორც ლევან გორგაძემ CrystalSport-თან ინტერვიუში აღნიშნა, ტრავმიანობის გამო ის მალე კარიერის დასრულებას გეგმავს:

„ქრონიკული ტრავმები მაწუხებს, რომელთაც ოპერაციის გარეშე ვერაფერს ვუხერხებ.

უკვე წელიწადზე მეტია ექიმი ოპერაციის გაკეთებას მთხოვს, მაგრამ თუ ქირურგიულ ჩარევას დავთანხმდები, აქტიური სპორტიდან წასვლა მომიწევს, ამიტომ ჯერ ოპერაციაზე უარს ვაცხადებ. ალბათ, ამდენი ტრავმის ფონზე დიდხანს ვეღარ ვიჭიდავებ და კარიერას მალე დავასრულებ“.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში