ტოჩინოშინის მე-3 გამარჯვება
Aa
Aa

ტოჩინოშინის მე-3 გამარჯვება "აკი ბაშოზე"

„აკი ბაშოს“ მე-7 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე სეკივაკე დაიეიშო გახლდათ. მათი 9 დაპირისპირებიდან ტოჩინოშინმა 5 მოიგო, 4 კი დაიეიშოს გამარჯვებით დასრულდა.

ამჯერად გორგაძემ იმარჯვა. „ტოჩიმ“ ბრძოლა აგრესიულად დაიწყო, ჩავლებაზე აქცენტი არ გაუკეთებია და ცუპარებით იბრძოდა. მეტოქეც იგივე სტილში მოქმედებდა. დოჰიოზე ტემპი საკმაოდ მაღალი იყო და თვალსასეირო დაპირისპირებაც ვიხილეთ, რომელიც საბოლოოდ, ქართველის იორიკირით დასრულდა.

მე-8 დღეს ტოჩინოშინი მისთვის ყველაზე უხერხულ მეტოქეს ოძეკი ტაკაკეიშოს დაუპირისპირდება, რომელსაც ჯამში 10-ჯერ შეხვდა და 8-ჯერ დამარცხდა.

ამრიგად, ლევან გორგაძეს ბალანსი 3:4-თან აქვს და დარჩენილ 8 ბრძოლიდან 5 აუცილებლად მოსაგები აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები