ლობჯანიძემ აპოელს გაუტანა - მე-5 გოლი მე-8 მატჩში
Aa
Aa

ლობჯანიძემ აპოელს გაუტანა - მე-5 გოლი მე-8 მატჩში

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურმა ''კაისარმა'' შიმკენტში, ''ორდაბასის'' სტადიონზე კვიპროსულ ''აპოელს'' უმასპინძლა. ანგარიში მე-6 წუთზე ''კაისარის'' ქართველმა თავდამსხმელმა ელგუჯა ლობჯანიძემ გახსნა, თანაგუნდელის შორეული დარტყმა მეკარემ მოიგერია და ქართველმა ფორვარდმა ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმა შეასრულა.

ელგუჯა ლობჯანიძე იუბილარია, ყაზახეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი 28 წლის გახდა. მისთვის ''აპოელთან'' მატჩი ევროტურნირებზე სადებიუტო იყო, დებიუტი გოლით აღნიშნა, თუმცა მისმა გუნდმა შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ შეძლო.

გაშვებული გოლის შემდეგ ''აპოელმა'' მოედანზე ვითარება შეცვალა. სტუმრებმა მე-15, 25-ე და 48-ე წუთზე გატანილი გოლებით დიდი უპირატესობა მოიპოვეს. მეორე ტაიმის მეოთხე დამატებულ წუთზე ''აპოელმა'' კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ''კაისარი'' 1:4 დამარცხდა.

მიმდინარე სეზონში ლობჯანიძემ ''კაისარის'' რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 8 მატჩი ჩაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ანგარიშზე 5 გოლია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ყაზახეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში პირველადგილოსნებს ქართველი თავდამსხმელი მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება. მან პრემიერ ლიგის 6 მატჩში 4 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები