Aa
Aa

რომა თუ ინტერი? - სმოლინგისთვის იტალიური კლუბები იბრძვიან

„რომას“ კრის სმოლინგისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა. Calciomercato-ს ინფორმაციით, ინგლისელი უკანახაზელის საკუთარი რიგებში ხილვით „ინტერი“ ინტერესდება.

„ჯალოროსი“ დიდი ხანია „მანჩესტერის“ დაყოლიებასა და 30 წლის მცველის გადაბირებას ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის, „ნერაძურის“ მესვეურები კი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

„იუნაიტედს“ სმოლინგის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურს, თუმცა „შავ-ლურჯებს“ იმედი აქვთ, რომ მათსა და „მანჩესტერს“ შორის არსებულ კარგ ურთიერთობას სათავისოდ გამოიყენებენ და „წითელ ეშმაკებს“ დათმობებზე წასვლაზე დაითანხმებენ.

Calciomercato-ს მიხედვით, „ინტერში“ ვარაუდობენ, რომ სმოლინგის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროზე გაცილებით ნაკლების გადახდა მოუწევთ და ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდება. იტალიურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, „ნერაძურის“ ინტერესი სერიოზულია და მილანელები მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები