Aa
Aa

გამარჯვება ნოკაუტით მე-2 რაუნდში! ქართველი მოკრივის წარმატებული დებიუტი

საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრს (მსუბუქ წონაში 60 კგ-მდე) ოთარ ერანოსიანს, პროფესიონალთა შორის დებიუტი ჰქონდა, რომელიც ძალიან წარმატებული გამოდგა.

ქართველმა მოკრივემ ფლორიდაში All Star Boxing-ის ეგიდით გამართულ ბრძოლაში, მსუბუქი წონით კატეგორრიაში ამერიკელი დეშონ კენედი მე-2 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

ოთარ ერანოსიანმა ბრძოლა აგრესიულ სტილში დაიწყო და გადამწყვეტ უპირატესობას მეორე რაუნდში დაეუფლა. მან მეტოქე კუთხეში მიიმწყვდია და უძლიერესი დარტყმების სერია მოუწყო, რასაც მეტოქემ ვერ გაუძლო.

არბიტრმა ბრძოლა შეწყვიტა და ქართველი მოკრივე გამარჯვებულად გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ერანოსიანმა გასულ წელს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები