Aa
Aa

"მე მას თავს გავუტეხავ" - ჯოშუა ფიურის ემუქრება

ზაფხულის დასაწყისში ენტონი ჯოშუა და ტაისონ ფიური შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდებიან.

ამასთან დაკავშირებით, ჯოშუამ ტაისონს მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნა. ბრიტანელი სპორტსმენი ამბობს, რომ ტაისონისთვის თავის გატეხვა უნდა. ბრძოლას კი პირველ ექვს რაუნდში მოუგებს.

ორივე მხარემ ფინანსური დეტალები შეათანხმა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფიურის და ჯოშუას ერთმანეთთან შეხვედრამდე სხვა ბრძოლის გამართვა უწევთ. ენტონი კუბრატ პულევს  დაუპირისპირდება, რაც შეეხება ფიურის, იგი დეონტეი ვაილდერს უნდა გაეჯიბროს.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მებრძოლს ჯერ სხვა ორთაბრძოლა აქვს ჩასატარებელი, ჯოშუა უკვე ფიურისთან ბრძოლაზე ფიქრობს და მას საკმაოდ აგრესიული ტონით ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ენტონი ჯოშუასა და ტაისონ ფიურის ბრძოლა 2021 წლის თებერვალში გაიმართება. ფიური პროფესიონალურ კარიერაში არასდროს დამარცხებულა - 30 მოგება და 1 ფრე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები